ფიფამ კანკავას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ფიფაში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ დნიპრო-1 დინპორპეტროვსკის დნიპროს სამართალმემკვიდრედ გამოცხადდეს და ფეხბურთელს ფინანსური დავალიანება აუნაზღაუროს. ფიფამ კანკავას სარჩელი არ მიიღო და შესაბამისად მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა. 

 

კანკავა დნიპროს საკუთრება 2006 წელს გახდა და უკრაინელებმა იგი რამდენჯერმე გაანათხოვრეს, 2012 წლიდან კი ძირითადის წევრი გახლდათ. კანკავამ დნიპროსთან ერთად 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც სევილიასთან 2:3 დამარცხდა. გეცოდინებათ, რომ 34 წლის ნახევარმცველი ამჟამად ფრანგული ვალენსიენის ღირსებას იცავს. 

 

რაც შეეხება დნიპროს, გუნდს ფინანსურად საკმაოდ გაუჭირდა და იმის გამო, რომ სერიოზული დავალიანებები ჰქონდა, ქვედა ლიგაში დაქვეითდა.