ნიკა ბასილაშვილის პირველი მეტოქე გრეგორი ბარერეა

ATP TOUR-ზე სტარტი აიღო მონპელიეს 250-იანი კატეგორიის ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკა ბასილაშვილიც მიიღებს.

 Open Sud De France პირველად 1987 წელს ჩატარდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში და მისი გამარჯვებული იანიკ ნოა გახდა, ფინალურ მატჩში დაამარცხა შვედი იაკიმ ნიოსტრომი 6:4 7:5.

 2010 წლიდან ტურნირმა ლოკაცია შეიცვალა და საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გადავიდა. საინტერესოა, რომ მისი პირველი და უკანასკნელი გამარჯვებულიც გაელ მონფილსია.

 

2010 წელი მონფილსი – ლუბიჩიჩი 6:2 4:6 6:3

 

2020 წელი მონფილსი – პოსპიშილი 7:5 6:3

 

ტურნირის ისტორიაში ყველაზე უფრო მეტი ტიტული ფრანგ რიშარ გასკეს ეკუთვნის, რომელმაც სხვადასხვა დროს ოთხჯერ შეძლო ტიტულის მოგება – 2006, 2013, 2014, 2016.

 მონპელიეს ტურნირის წლევანდელი გათამაშება Arena Montpellier-ზე გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 262 170 ევროა.

 

ქულათა დარიცხვის სისტემა

 

1 რაუნდი - 0 ქულა - 4000 ევრო

 

2 რაუნდი - 20 ქულა - 5600 ევრო

 

1/4 ფინალი – 45 ქულა – 8200 ევრო

 

1/2 ფინალი – 90 ქულა – 12000 ევრო

 

ფინალი – 150 ქულა – 16 000 ევრო

 

გამარჯვებული – 250 ქულა – 21 655 ევრო

 

წლევანდელი გათამაშება საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება – რობერტო ბაუტისტა აგუტი, დავიდ გოფენი, იანიკ სინერი, ჟო ვილფრედ ცონგა. ნიკა ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-40 საფეხურზე იმყოფება და სამწუხაროდ განთესილ 8 ჩოგბურთელს შორის ვერ მოხვდა.

 

განთესვა

 

1. რობერტო ბაუტისტა აგუტი (13)

 

2. დავიდ გოფენი (15)

 

3. დუშან ლაიოვიჩი (27)

 

4. ჰუბერტ ჰურკაჩი (30)

 

5. იანიკ სინერი (32)

 

6. უგო ემბერი (34)

 

7. ლორენცო სონეგო (35)

 

8. ჟან ლინარდ შტრუფი (37)

 

ნიკა ბასილაშვილის მეტოქეები

 

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი გრეგორი ბარერე იქნება. ფრანგი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 113-ე საფეხურზე იმყოფება და ქართველი მატჩის ფავორიტია. ნიკას და გრეგორის გზები ერთხელ უკვე გადაიკვეთა ATP TOUR-ზე – 2016 წელს, მეცის ტურნირზე ბასილაშვილმა მეტოქე მძიმე ბრძოლაში 5:7 7:5 6:2 დაამარცხა.

 

პირველი წრის გავლის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელის მომედვნო მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელთანაც ნიკა ურთიერთშეხვედრებში 1:3-ს მარცხდება.

 

ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე

 

ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე პირველად 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტონ ფუქსოვიჩთან დამარცხდა 1:6 0:2.

2015 წელს ქართველმა წარმატებით განვლო კვალიფიკაციის სამი ეტაპი (მოუგო ბლანკანს, სერას და იანკოვიცს), თუმცა ძირითად ბადეში გასულმა 3 სეტში წააგო ბენუა პერთან 7:5 2:6 4:6.

 

ნიკამ ბოლოს 2016 წელს იასპარეზა Arena Montpellier-ს საჩოგბურთო დარბაზში – ურთულეს ბრძოლაში დამარცხდა მასპინძელ კენი დე შეპერთან.

 

ვინაიდან საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამართული შეხვედრები ATP TOUR-ზე არ ითვლება, ამიტომაც ნიკას ოფიციალურად მონპელიეს ტურნირზე 2 შეხვედრა აქვს გამართული და სამწუხაროდ ორივე წაგებული.

კაკი ყიფშიძე 23 თებერვალი 2021 -13:51