სუარესი: ბარსელონაში მითხრეს, რომ დავბერდი და სარგებლის მოტანა აღარ შემეძლო

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ბარსელონადან წასვლის დეტალები გაიხსენა. ურუგვაელის თქმით, ბლაუგრანას უფროსობამ იგი ასაკის გამო გაუშვა. 

 

"ბარსელონაში მითხრეს, რომ მოხუცი ვარ და მაღალ დონეზე თამაში აღარ შემიძლია. ამან ძალიან გამაბრაზა, მინდოდა კვლავ კარგ გუნდში მეთამაშა და დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ, ამიტომ ავირჩიე ატლეტიკო. მე არასდროს ვნებდები, მაშინაც კი როცა ძალიან რთული სიტუაციაა."-ციტირებს სუარესის სიტყვებს France Football.

 

სუარესი ატლეტიკოში პირველ სეზონს ატარებს. როხიბლანკოს მაისურით მან 24 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, თავად ატლეტიკო კი ლა ლიგაში პირველ ადგილზეა და დღეს ლიგის 1/8 ფინალში ჩელსის შეხვდება.