სარის ახალი იტალიური გამოწვევა...

მაურიციო სარი ფიორენტინასთან მოლაპარაკებას მართავს. როგორც ცორიერე ფიორენტინო წერს, ფლორენციული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, დანიელე პრადემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოე ბარონმემ, იტალიელ სპეციალისტთან ივახშმეს. 

 

იების ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ სარის სტილი მათ გუნდს იდეალურად ერგება. თავად მწვრთნელი ტოსკანას აღმერთებს და ძალიან უნდა იქ მუშაობა. 

 

ფიორეს ახლა სათავეში ჩეზარე პრანდელი უდგას. გუნდი ახლა მისი ისტორიისთვის შეუფერებელ, მე-14 ადგილზეა...