ცხონებული დიეგო მარადიონას გარშემო ჭორ-მართალი არ წყდება. ხან რას გამოუძებნიან, ხან რას. ვიღაცეები მის შვილობას იბრალებენ, ვიღაცეები ცოლობას. ოჯახში ომია, 60-მილიონიანი დანატოვარი ვერ გაუყვიათ. მოკლედ, დიდი დავიდარაბაა.
ახლახან, დიეგოს მომვლელმა ქალმა აღიარა, ღამით ლუდში საძილე წამალს ვურევდი შფოთვები რომ არ ჰქონოდა. ერთხელ ოთახში დავინახე როგორ „საუბრობდა“ მობილურზე, თუმცა ხელში არაფერი ეჭირა. ერთხელაც შევესწარი შლანგით როგორ აბანავებდნენო...