დრაქსლერი და კამბოჯელი მშვენება (+ფოტოები)

იულიან დრაქსლერი - მსოფლიო ჩემპიონი, პსჟ-ში ბევრი ტიტულის მფლობელი. ინდივიდუალური პრიზებიც საკმაოდ აქვს. დრაქსლერი სუპერვარსკვლავი ვერ გახდა, მეტ ავანსებს გასცემდნენ, თუმცა მაგარი მოთამაშე რომ არის, თქმა რად უნდა - გამონათებები აქვს.

 

ახლა მისი მეგობარი გოგონა გავიცნოთ - სეტანი ტაინგი. პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი გახლავთ. სახელ-გვარის მიხედვით, აზიური ფესვები აქვს და გარეგნულადაც, რა თქმა უნდა, ევროპელთან ვერ დააკავშირებ.

 

სეტანი ტაინგი საფრანგეთში დაბადებული კამბოჯელი ყოფილა. კამბოჯა ქვეყანაა აზიაში.  მოკლედ, დრაქსლერს ეგზოტიკა ჰყვარებია.

 

ისე, ამ ზამთარს ფეხბურთელის ლიდსში გადასვლაზე იყო საუბარი. არსენალიც ჩაერთო საქმეში, თუმცა დრაქსლერი პსჟ-ში დარჩა.