როგორი არჩევანია? - ინგლისი თუ გერმანია...

ტრავმებმა და კორონავირუსზე დადებითმა პასუხებმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ბაიერნის ძირითადში მოხვედრის შანსი 17 წლის ჯამალ მუსიალას მისცა. მანაც ეს გამოიყენა, თანაც როგორ?! ალფონსო დევისმა ერთი მეტოქე ბრწყინვალედ ჩამოიცილა, გორეცკამ შეტევა გააგრძელა, საჯარიმოს გარედან, დასარტყმელ პოზიციაში მუსიალა აღმოჩნდა და უზუსტესი გასროლით მიუნხენელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ჯამალი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგაზე გოლი გაიტანა (17 წელი და 363 დღე). პირველზე ბოიან კრკიჩია

 

 

მუსიალას პერსონალურად მიროსლავ კლოზე ავარჯიშებს. მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი ჰანსი ფლიკის გუნდში 2020 წლის მაისიდან მუშაობს. გერმანელი ფორვარდი ბიჭს დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობის უნარის გამომუშავებაში ეხმარება. 

 

მუსიალა ძირითადად ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა U16-ში გერმანიაშიც უთამაშია. როგორც გერმანული მედია წერს, ტალანტი ბაიერნთან კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს და მათ ნაკრებშიც ითამაშებს...

 

ეს მხოლოდ მიუნხენში თამაშის გამო არ ხდება: ის შტუტგარტში დაიბადა და 7 წლამდე იქ ცხოვრობდა. მისი მამა ბრიტანელ-ნიგერიელია, დედა კი გერმანელი. 

 

მწვრთნელი ენდრიუ მარტინი, რომელიც ადრე მუსიალასთან მუშაობდა, მას ინგლისს ურჩევს: "ის ჩელსის აკადემიაში გაიზარდა, ინგლისელ ფეხბურთელებს იცნობს და იქ კომფორტულადაა. გერმანიაში, ის თითქოს ზედმეტია, პარტნიორებს არ იცნობს"

 

ლიოვი ფეხბურთელზე ზედმეტ ზეწოლას არ ახდენს, მისი ტალანტს აფასებს და გადაწყვეტილებას ელოდება. 

 

მთავარი ამბავი მუსიალასთვის ისაა, რომ ფლიკთან ძალიან ბედნიერია.