ჯეიმს ჰარდენიც ვარსკვლავია

და, ეგრევე, გაფრთხილების გარეშე გადავდივართ სათადარიგოებზე.

წავედით.

 

აღმოსავლეთი

ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი) – 24.9 ქულა, 11.1 პასი, 7.3 მოხსნა.

ჯეიმსი სეზონს მძიმედ, ზედმეტი წონით იწყებს. და, დღეს ჯეიმსი ლიგის საუკეთესო, ყველაზე შედეგიანი პირველი ნომერია. ჰარდენი ლიდერობს პასებით და მიყენებული ზარალით. სხვებისთვის, არა - ბრუკლინისთვის. ჰარდენი კარიერის პიკზეა. და, ჰარდენს შეუძლია მომატება. ჯეიმსი ტერორია.

 

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი) – 25.9 ქულა, 5.5 მოხსნა, 3.3 პასი.

24 წლის უნივერსალი კარიერის საუკეთესო სეზონშია. ბრაუნი დაცვაშიც კლავს და ბრაუნი ბოსტონის საუკეთესო პერსონალური დამცველია. სადისტი, რომელსაც შეუძლია პრობლემების შექმნა პირველი, მეორე და მესამე ნომრებისთვის. ბრაუნი ძალიან, ძალიან კარგი გახდა. ხანდახან, სელქტიქსის ლიდერია. და, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) – 26.0 ქულა, 7.1 მოხსნა, 4.6 პასი.

ტეიტუმი შარშან, 21 წლის ასაკში გახდა ოლსთარელი. და, ჯეისონი ეპიზოდებში, შეუჩერებელია. გვაკლია სტაბილურობა და გამოცდილება, მაგრამ ეს მალე დაიქაჩება. ტეიტუმს შეუძლია ნებისმიერი თამაშის, ნებისმიერი დაპირისპირების მოგება. ბოსტონს მაგრად გაუმართლლა. პოლ პირსის შემდეგ საუკეთესო ამ გუნდში. მოაქვს.

 

ბენ სიმონსი (ფილადელფია) – 15.2 ქულა, 8.3 მოხსნა, 8.0 პასი.

ის არ არის ლიგის საუკეთესო დამცველი. მაგრამ სიმონსი ფილადელფიის საუკეთესო დამცველია. და, ამ გუნდის ხერხემალიც ეს ახალგაზრდაა. პოტენციური სამმაგი დუბლი. და, ფლეი ოფში სიმონსი მოუმატებს. აუცილებლად უნდა მოუმატოს. რივერსი მას ბოლომდე ენდობა. კარგი ბიჭი.

 

ზაკ ლავინი (ჩიკაგო) – 28.8 ქულა, 5.4 მოხსნა, 5.1 პასი.

ზაკი დაფრინავს. ზაკი გუნდს მაქსიმუმს აძლევს და ზაკი ამ გუნდში არ უნდა დარჩეს. ეს მხოლოდ მომავალია და, დღეს, ლავინი ბულზს ენერგიას აძლევს. სტეფ კარის, ჯეიმს ჰარდენის მიქსი, რომელიც უსისტემო კალათბურთიდან საყომარო თამაშზე გადავიდა. და, ლავინი აქაც გამორჩეულია. სლემების ბოსი და ერთ-ერთი დაუფასებელი დამცველი.

 

ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი) – 23.2 ქულა, 11.0 მოხსნა, 5.5 პასი.

ნიუ იორკი ალბათ, ვერ შევა ფლეი ოფში, თუმცა, რომ შევიდეს, ეს პირველ რიგში, ორი პერსონაჟის დამსახურება იქნება. პირველი - ტომ ტიბოდო. მეორე - ეს ახალგაზრდა, რომელიც დომინირებს. ჯულიუსმა დაიწყო გუნდზე თამაში. ჯულიუისი უმატებს დაცვაში. 20/10/5 ისტორიული შედეგია. ძირითადად, დიდების დარბაზის წევრების.

 

ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო) – 24.1 ქულა, 11.7 მოხსნა, 3.6 პასი.

ნიკოლას გარეშე ორლანდო ლიგის ყველაზე ცუდი გუნდია. ნიკოლასთან ერთად ორლანდო კიდევ ერთხელ შევა ფლეი ოფში, ალბათ, მოიგებს ერთ მატჩს და წააგებს - ოთხს. ნიკოლა მეტს იმსახურებს და აქ არჩევა მხოლოდ მინიმუმია. ვუჩევიჩი ლიგის საუკეთესო მსროლელი ცენტრია და წელს, ბიჭი დაცვაშიც ბევრს აკეთებს.

 

დასავლეთი

დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 29.8 ქულა, 7.9 პასი, 4.3 მოხსნა.

პორტლენდი არ იცვლება. და, არ იცვლება ლილარდიც. ვარსკვლავი, რომელიც ყოველთვის ვინმეს შემდეგ იქნება. მეორე სტეფ კარის და ჯეიმს ჰარდენის შემდეგ სტატისტიკით და გამოკითხვებში. მეორე - გუნდის სიძლიერით. და, წელს ეს არ შეიცვლება. და, მაინც - ლილარდი ფენომენალურია. ყოველთვის იყო. ყოველთვის დარჩება.

 

დონოვან მიტჩელი (იუტა) – 24.5 ქულა, 5.2 პასი, 4.4 მოხსნა.

შარშან, ფლეი ოფში მიტჩელმა წამოიღო - 36.3 ქულა! ფანტასტიკა! და, დონოვანი ახალი ფორმაციის ჯაზში სოლირებს. იუტა ყველაზე კარგად დაბალანსებულია და იუტას გული არის ეს პატარა კაცი. რომელიც გახდა ცივსისხლიანი. რომელიც არის დაუნდობელი. და, რომელიც აუცილებლად მოუმატებს. დაიმახსოვრეთ.

 

რუდი გობერი (იუტა) – 13.9 ქულა, 13.5 მოხსნა, 2.8 დაფარება.

შაკის ფავორიტი ცენტრი. შაკის ფავორიტი მაღალი. და, რეალურად, ლიგის საუკეთესო დამცველი, რომელიც შარშანაც პირველი იყო. გობერს არ აქვს დომინანტობის პრეტენზია. ის, უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს და ამ ამბავში რუდი ფრიადოსანია. იუტა გობერის ზონაში თავს დაცულად და მშვიდად გრძნობს.

 

ენტონი დევისი (ლეიკერსი) – 22.5 ქულა, 8.4 მოხსნა, 3.0 პასი.

ენტონი ისვენებს. და, ფლეი ოფში წამოვა აგრესიის ტალღა, რომელიც ლებრონს მეტ თავისუფლებას მისცემს. დევისმა მოუმატა, როგორც გუნდურმა მოთამაშემ და ენტონის აქვს უდიდესი შემტევი პოტენციალი. ალბათ, კავაისთან ერთად, ლიგის საუკეთესო ორმხრივი მოთამაშე. დევისი ფლეი ოფში მოკლავს.

 

პოლ ჯორჯი (კლიპერსი) – 24.4 ქულა, 6.2 მოხსნა, 5.5 პასი.

ამ ნიჭიერმა პერსონაჟმა ფლეი ოფში უნდა აკრიფოს. რეგულარულში ჯორჯი კარგია, მაგრამ ჩვენ პოლის პროგრესი იქ, ლავაში გვაინტერესებს. მეშვიდე ოლსთარი. ჯორჯი რჩება კარგ პერსონალურ დამცველად და, კავაის აქვს ძალიან ძლიერი მეორე ოფცია. ალბათ, დევისის შემდეგ, საუკეთესო მეორე შემტევი.

 

კრის პოლი (ფინიქსი) – 16.6 ქულა, 8.5 პასი, 4.5 მოხსნა.

გენიალური პირველი ნომერი, რომელმაც შარშან, მკვდარ ოკლაჰომას მისცა ენერგია. პოლის ეს გუნდი იმ ოკლაჰომაზე კარგია, მაგრამ კრისი ამ გუნდშიც დომინირებს. ის აღარ არის პიკზე, მაგრამ მაინც რჩება საუკეთესო კლასიკურ პირველ ნომრად. პოლთან ერთად მეტი კარგი სროლა აქვს დევიდ ბუკერს. კლასიკა. ყველა დროის.

 

ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანზი) – 25.1 ქულა, 6.8 მოხსნა, 3.1 პასი.

ახალი თაობის შაკი. ყველაზე შეუჩერებელი. დანარჩენი - ვნახოთ. ზაიონი ჯერ მხოლოდ 20 წლის არის.