ჯამალ მეგოლე

გერმანულ საფეხბურთო მედიას ახალი გმირი ჰყავს - ჯამალ მუსიალას უბრალოდ ტალანტს კი არა, ვუნდერკინდს უწოდებენ.

ყველაფერი კი ტრავმების და კორონავირუსის „წყალობაა“, რომელმაც მიუნხენის ბაიერნის სათადარიგოთა სკამი შეათხელა. ჰანსი ფლიკი სულ უფრო მეტად ენდობა ახალგაზრდებს და ჯამალ მუსიალამაც საგოლედ გაისროლა. თანაც სად? ჩემპიონთა ლიგაში ლაციოსთან გასვლით შეხვედრაში, რომელიც ბაიერნმა იოლად 4:1 მოიგო.

 

Breaking: Bayern Munich reportedly set to extend Jamal Musiala in February  - Bavarian Football Works

 

ჯამალს ნამდვილად წაადგა მიროსლავ კლოზეს დამატებითი გაკვეთილები - ექსვარსკვლავი ჯამალს შეტევის დასკვნით ფაზებში წვრთნის. სადებიუტო გოლი მუსიალამ მე-18 დაბადების დღემდე სამი დღით ადრე გაიტანა.

აღარავინ დავობს, რომ სულ მალე სუპერტალანტი სანაკრებო დონეს მიაღწევს და არჩევანის გაკეთება მოუწევს.

შტუტგარტში დაბადებული ჯამალი 7 წლიდან ინგლისში ცხოვრობდა და ჩელსის აკადემიაში იზრდებოდა.

 

Musiala? Mola? Why is Chelsea's academy losing so much top talent? - Tribal  Football

 

ინგლისი თუ გერმანია? ეს თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს. იოაჰიმ ლიოვი ძალას არ ატანს, ბავშვობის მწვრთნელი კი დაჟინებით ურჩევს ინგლისის ნაკრებში თამაშს.

ჯერჯერობით კი მხოლოდ ისაა ფაქტი, რომ ბაიერნმა ვუნდერკინდს კონტრაქტის 2025 წლამდე გაგრძელება შესთავაზა.

ზაალ მუჯირი 24 თებერვალი 2021 -14:52