მატას სამი იტალიური გუნდი იწვევს

ხუან მატას დამატება სამ იტალიურ გუნდს სურს. ესპანელით რომა, ინტერი და იუვენტუსი არიან დაინტერესებულები. 32 წლის ფეხბურთელს მანჩესტერთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. იუნაიტედში მისი 1 წლით გახანგრძლივებაზე ფიქრობენ, თუმცა თავად ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა სურს, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკა სურს. 

 

მატა მანჩესტერში 2014 წლის ზამთარში ჩელსიდან გადავიდა. გამოცდილმა ნახევარმცველმა იუნაიტედთან ერთად ევროპა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და FA თასი მოიგო. 

 

ამ სეზონში მატა მართლაც ცოტას თამაშობს. აგვისტოდან მოყოლებული მის ანგარიშზე მხოლოდ 12 მატჩია, თანაც უგოლო.