თუ რამოსი წავა, რეალის კაპიტნის ვინაობა ცნობილია...

სერხიო რამოსის რეალში დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯერ ასე საჩქარო არ არის, მაგრამ, 2022 წელს, კონტრაქტის ვადა რაფაელ ვარანსაც ეწურება.

 

ფრანგის დამატებით მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა ფლორენტინო პერესიც ყველაფერს აკეთებს, რომ ფეხბურთელი შეინარჩუნოს. 

 

მარკას ინფორმაციით, თუ რამოსი წავა, კაპიტნის სამკლავურს სწორედ ვარანს შესთავაზებენ.