სადიო მანე: ლივერპულის მიზანი ოთხეულში მოხვედრაა

ლივერპულს რთული პერიოდი უდგას. გუნდში ბევრი ტრავმირებულია და კლოპის შეგირდებს პრემიერლიგის მოგების შანსი ფაქტობრივად აღარ აქვთ. ამ თემაზე მერსისაიდელთა ერთერთმა ლიდერმა სადიო მანემ ისუაბრა. 

 

"სეზონის დასაწყისში ჩვენი მიზანი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ეხლა მთავარი ამოცანა ოთხეულში მოხვედრაა. ეს რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კვლავ მისი მოგებისკენ ვისწრაფვით. მიზნის მისაღწევად ევროპის საუკეთესო გუნდები უნდა დავამარცხოთ, რაც ადვილი არ იქნება."-განაცხადა სენეგალელმა შემტევმა The Sun-თან საუბრისას.

 

ლივერპული პრემიერლიგაში 40 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში ზალცბურგი 2:0 დაამარცხა და სალაჰთან ერთად გოლი სწორედ მანემ გაიტანა. 

 

აფრიკელი შემტევი ლივერპულში 2016 წლის ზაფხულში საუთჰემპტონიდან გადავიდა და დღეს გუნდის ლიდერია. ამ სეზონში მის ანგარიშზე 32 მატჩი და 11 გოლია.