ლებრონი, ლევანდოვსკი და ნადალი

Laureus World Sports Awards პრესტიჟული ამბებია.

ამ საღამოზე სეზონის საუკეთესო სპორტსმენებს თავს უხრიან.

შარშან, პრიზი ლიუის ჰემილტონმა (ფორმულა 1) და ლიონელ მესიმ მიიღეს. ხმები გაიყო.

წელსაც მაგარი საინტერესო შემადგენლობაა.

კიდევ ერთხელ, ჰემილტონი. ბრიტანელი უკვე დროსაც უსწრებს.

 

ჭოკით მხტომელი და რეკორდსმენი არმან დიუპლანტისი.

 

10 000 მეტრზე ყველაზე სწრაფი ტიპი, რეკორდსმენი, ჯოშუა კიპრუი ჩეპტეგეი (უგანდა).

 

ბაიერნის შემტევი მანქანა რობერტ ლევანდოვსკი.

 

საჩოგბურთო რეიტინგის მეორე ნომერი, ესპანელი რაფაელ ნადალი.

 

და, მეფე.

NBA-ს ჩემპიონი, ფინალების საუკეთესო მოთამაშე, 36 წლის ფენომენი. უბერებელი და ერთადერთი - ლებრონ ჯეიმსი.

 

და, მაგარი რთული არჩევანია გასაკეთებელი.

ყველა ღირსეულია. ყველას აქვს ბევრი პლიუსი. ყველა გამორჩეულად დაუნდობელია თავის სახეობაში, თავის ამბებში.

ძალიან მალე საუკეთესოს დაასახელებენ.