MVP

ჯოელ ემბიდი რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე გახლავთ. უბრალოდ, ის ყველაზე შეუცვლელია. და, ემბიდი ლიდერი გახდა.

ჯოელი საშუალოდ 29.0 ქულას, 11.3 მოხსნას, 3.1 პასს და 2.6 ჩაჭრა/დაფარებას აგროვებს.

ემბიდი 3.4 შეცდომაზეც ავიდა, მაგრამ მისი დატვირთვით, ეს მისაღებია. საშუალოდ 33 წუთიც არ არის ცოტა. პლიუს, ჯოელმა ტკივილის ატანა ისწავლა, რაც მანამდე პრობლემა იყო.

და, ემბიდის გუნდი იგებს. 21:11 ძალიან კარგი მაჩვენებელია. დოკ რივერსი და დერილ მოური თავის ამბავშიც სოლირებენ, მაგრამ ეს ემბიდის სეზონი და ეს ემბიდის გუნდია.

ფილადელფია სეზონის სტარტამდე არ შედიოდა ფავორიტებში. ბევრი დღესაც სკეპტიკურად აფასებს ამ გუნდის საფლეიოფო შანსებს, მაგრამ ასეთ ემბიდთან ერთად, სიქსერზი ფლეი ოფშიც სახიფათო მხეცი იქნება. მხეცი, რომელმაც მუტაციის შედეგად ისწავლა სწრაფი, დაბალი ხუთეულით მოგება და ეს შექმნეს მოურის, რივერსმა და ჯოელმა.

ემბიდი იდეალურია შეტევაში და - შეუცვლელი დაცვაში.

ფილადელფიამ გაუშვა რამდენიმე მძიმე ვეტერანი და პერიმეტრ/ემბიდზე აქცენტირებული გუნდი გახდა. და, რისკმა გაამართლა. სიქსერზი ეფექტურია მოედნის ორივე მხარეს.

აღარ არის ფსიქოლოგიური პრობლემები. აღარ არის შეუთამაშებლობა პერიმეტრზე და ამას აკეთებს ჯოელი.

მეტი სნაიპერით (სეთ კარი კლავს) ემბიდის კალათბურთიც გაიშალა. ჯოელი ბევრი ფერით იგებს.

 

*****

 

ემბიდს კარიერაში საუკეთესო პროცენტები (თამაში, სამიანი, საჯარიმოს ხაზიდან) აქვს. ემბიდი ყველაზე შეუჩერებელია სამწამიანში და ემბიდზე თითქმის ყოველთვის ორმაგი დაცვა ადის. ეს დანარჩენებს მეტ სივრცეს აძლევს.

და, ჯოელი გაცილებით კარგია, ვიდრე - ნებისმიერი სხვა მაღალი. როდესაც ემბიდი არ არის პარკეტზე, ფილადელფია ბევრად, ბევრად უარესია, ვიდრე - დენვერი ნიკოლა იოკიჩის გარეშე.

და, თუ ემბიდი თითქმის სამჯერ ნაკლებ პასს აკეთებს, ის უჯოკრავს იოკიჩს დაცვაში. როგორც - გუნდურში, ასევე - პერსონალურში.

და, ფილადელფიას ემბიდთან ერთად ლიგის ტოპ 5 დაცვა ჰყავს.

ჯოელმა გამოტოვა 6 მატჩი. ფილადელფიამ 5 წააგო. მისტერ ემბიდის შეუცვლელობის კიდევ ერთი მაგალითი.

ლებრონ ჯეიმსი ისტორიულ სეზონს ატარებს, მაგრამ ემბიდი მაინც უნიკალურია.

მეფე არავის არ დაუხრის თავს, მაგრამ ამ ეტაპზე საუკეთესო მოთამაშე არის ჯოელ ემბიდი.

და, ეს ფაქტია.