გვარდიოლა: ბაიერნის თამაშის ნახვის შემდეგ, სიტის მთავარ ფავორიტად არ ვთვლი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტი გლადბახს ეწვია და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 29-ე წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა, 65-ზე კი გაბრიელ ჟეზუსმა შეაგდო. მატჩის შემდეგ შეხვედრა ქალაქელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ შეაფასა. 

 

"კარგი მატჩი ჩავატარეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქეს შანსი შეხვედრის ბოლოს მივეცით. რეალიზაციის მხრივ მოვიკოჭლებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ფეხბურთელები მეკარესთან პირისპირ რჩებიან. ვართ თუ არა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები? მას შემდეგ, რაც ბაიერნის თამაში ვნახე, ვფიქრობ რომ არ ვართ."-განაცხადა ესპანელმა. 

 

სიტი გლადბახთან განმეორებით მატჩს 17 მარტს გამართავს. რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერებმა ლაციოს რომში 4:1 მოუგეს, საპასუხო შეხვედრა კი 18 მარტისთვისაა ჩანიშნული.