ბოატენგი და პროკურატურა: თვითმკვლელობაა, მაგრამ...

მიუნხენის პროკურატურამ განაახლა გამოძიება, რომლის ფიგურანტიც ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგია. ადრე ვწერდით, რომ ბოატენგი დაშორდა მეგობარ გოგონა კასია ლენჰარდტს და მცირე ხანში ეს გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს... მან ბერლინში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა. კასია 25 წლის მოდელი გახლდათ.

 

ბაიერნის მცველის მიმართ  საქმე აღიძრა კასიას ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით: სხეულის სხვადასხვა ნაწილის განზრახ დაზიანებისთვის. გამოძიება დაიწყო 2019 წლის 20 დეკემბერს, მერე კი შეწყდა. ახლა განახლდა.

 

გამოჩნდა ფსიქოლოგიური ფაქტორებიც: ერთ-ერთმა გერმანელმა მოდელმა თქვა, ბოატენგი მეც მესიყვარულებოდა და არც ვიცოდი, რომ მეგობარი გოგონა ჰყავდა, შემთხვევით ინტერვიუდან შევიტყვეო.