კიდევ ერთი ტორპედოელი დინამოში

თბილისური კლუბის მორიგი ტრანსფერი

თბილისის დინამო ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერებას აგრძელებს.

 

ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისის ტორპედოდან კიდევ ერთი შემტევი გიორგი კუხიანიძე დაიმატა. ქართველმა ნახევარმცველმა თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

კუხიანიძე ქუთაისური კლუბის აღზრდილია. მას სხვადასხვა დროს თბილისის ლოკომოიტვში და ქობულეთის შუქურაში უთამაშია, 2017 წლიდან კი მშობლიურ კლუბში ირიცხება.

 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს საგრძნობლად გაძლიერდა. თბილისელებმა ტორპედოდან ასევე ლევან კუტალია, საბურთალოდან ნოდარ იაშვილი და ორი ესპანელი ლეგიონერი ფრან კარბია და ხოსე პერალესი დაიმატეს.

 

ეროვნული ლიგის პირველ ტურში ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 3 მარტს, ჩიხურასთან შინ ითამაშებს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.