ეს არის ღირსება - რეინჯერსის ფორვარდის დიდებული საქციელი... [ვიდეო]

ევროპა ლიგის გათამაშებაში, რეინჯერსისა და ანტვერპის მატჩი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. პირველი მატჩი, გლაზგოელების გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, მეორე კი, ისევ მათ, - 5:2 მოიგეს. 

 

როცა ანგარიში 1:1 იყო, ყურადღების ცენტრში კოლუმბიელი ალფრედო მორელოსი მოექცა. რეინჯერსი უტევდა, ბურთი მას ჰქონდა, როდესაც ანტვერპის მცველი, ჯერემი ზელენმა უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მოედნიდან გადავიდა. მორელოსს შეტევის გაგრძელება შეეძლო, ორი თანაგუნდელიც ეხსნებოდა და საგოლე შეტევა შეიძლება წამოწყებულიყო, თუმცა მან თამაშის გაგრძელება არ იკადრა.

 

ის რომელუ ლუკაკუმაც შეაქო