ავსტრიული პრესა: მერაბ ჟორდანიას ამბავი გადაწყდა

ავსტრიული პრესა (Vienna და Orf) წერენ, რომ ვენის აუსტრიას ხელმძღვანელობაში ახალი სახე გამოჩნდება - მერაბ ჟორდანია.

 

აუსტრია, როგორც იცით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დიდი კლუბია: 24-გზის ჩემპიონი და 27-გზის თასის მფლობელი.   

 

აუსტრიას მმართველი დირექტორი მარკუს კრეტჩმერი აცხადებს, რომ ჯერ საბოლოოდ არ მოგვარებულა ფორმალობა და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ყველაფერი. თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება შედგა და თანამშრომლობა ბევრი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

2010-2013 წლებში ჟორდანია ნიდერლანდების ვიტესის პრეზიდენტი იყო, მანამდე კი იგივე პოსტს იკავებდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და თბილისის დინამოში.