კუმანს პრესკონფერენციაზე ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და გავიდა...(+video)

რონალდ კუმანს პრესკონფერენციაზე ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი იძულებული გახდა, საუბარი შეეწყვიტა და დარბაზიდან გასულიყო. კუმანს იგივე დაემართა სამიოდე კვირის წინ, შარშან მაისში კი ინსულტი გადაიტანა...

 

აი, რა თქვა მაშინ: „მეგობართან ერთად 96 კილომეტრი ვიარე ველოსიპედით. მკერდში ტკივილი ვიგრძენი და სისხლიც წამომივიდა ცხვირიდან. გამიმართლა, რომ სახლში მეუღლე მყავდა. 15 წუთში საავადმყოფოში ვიყავი.

 

...როცა ინსულტი დამემართა (შარშან), ცხოვრებას სხვაგვარად შევხედე. მამაჩემი 75 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

...ინსულტამდე რთულად გადავიტანე კორონავირუსი. მაღალი სიცხე მქონდა და ვიღლებოდი, განსაკუთრებით კი ღამე მიჭირდა“.

 

და წნეხი ბარსელონას სამწვრთნელო სკამზე? კუმანმა დღეს, სანამ სისხლი წამოუვიდოდა,  განაცხადა:

 

„ბარსელონაში მუშაობა? ეს უნდა გამეკეთებინა ან ახლა ან არასდროს. დავფიქრდი და მივხვდი, რომ 70 წლის ასაკში მწვრთნელად ვერ ვიმუშავებ“.

 

https://www.youtube.com/watch?v=o0GTWXNxoJE