თორნიკე შენგელია მოუმატებს

ცსკა იგებს საბერძნეთში. კიდევ ერთი ვალიდოლური ფინიში ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ. ცსკა იქ ყოველთვის ვალიდოლის დიდი დოზით ჩადის.

და, გასვლაზე 75:74 მოგებულ ტესტში დაბრუნდა თორნიკე შენგელია.

ალბათ, ჩვენ არ ველოდებოდით იმ მანქანას, რომელიც ტრავმამდე იყო. ალბათ, თორნიკეს დრო და პრაქტიკა აკლია. და, ალბათ, თორნიკეს დროს გაუფრთხილდებიან, მაინც, ბოლომდე არ დატვირთავენ.

თორნიკე ოლიმპიაკოსთან - 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა. ამჯერად, პასების გარეშე. თოკოზე სამჯერ დაჯარიმდნენ და თოკომაც 3 ფოლი აკრიფა.

თოკოს არ ჰქონდა სამიანის სროლის მიზეზი. პერიმეტრზე ჩვენი კაპიტანი რჩებოდა, მაგრამ კარგად მუშაობდა ბერძნული კლუბის დაცვა, რომელიც ეგრევე ართმევდა თოკოს სივრცეს.

ცსკამ იდეალურად ჩაატარა პირველი ტაიმი. 44:26. ალბათ, რუსულმა გრანდმა დაცვის ამბავში, ამ სეზონში საუკეთესო ტაიმი დატოვა. უბრალოდ, დიდი შესვენების შემდეგ დაიწყო დიდი პრობლემები. ცსკა ვერ ქაჩავდა დაზღვევაზე, მაიკ ჯეიმსმა გაჭედა.

და, აკლდა აგრესია მთელ გუნდს. მათ შორის, თოკოსაც.

ოლიმპიაკოსი ძალიან კარგად კეტავდა თავისუფალ ზონებს და ცსკა ამ ხაფანგებში რჩებოდა. მოკლედ, ცსკამ მოიგო და ეს შედეგი გუნდისთვის აუცილებელი იყო.

თოკოს დასჭირდება დრო. და, აკლიმატიზაცია ახალ შემადგენლობასთან.

რუსულმა ტანკმა დაიმატა ცენტრი მაიკ ერიკი. რომელიც არ არის საუკეთესო, ყველაზე მიმწოლი შემტევი, მაგრამ ბურთს მაინც უნდა შეეხოს.

ცსკამ დაიმატა იფე ლიუნდბერგი, რომელიც უბურთოდაც მაგარი სახიფათოა, მაგრამ - ბურთით უკეთესია.

 

*****

 

თოკო მალე დაამუღამებს ახალ ვალდებულებებს და, მანამდე, გუნდმა რაც შეიძლება ყურადღებით უნდა ჩაატაროს ყველა მატჩი. ევროლიგაზეც და ვითიბი ლიგაზეც.

თოკო რჩება ყველაზე დომინანტ მეოთხე ნომრად.

უბრალოდ, ბარსელონამ დაიმატა პო გასოლი, რომელიც ცალ ფეხზეც პო გასოლია.

ცსკა ფრთხილად უნდა იყოს. ევროლიგაზე, აქ, რეგულარულში ბარსელონას უკეთესი რუსტერი ჰყავს, მაგრამ ოთხთა ფინალამდე ეს გუნდები ერთმანეთზე არ გავლენ.

და, იქ ყველა ყველასთან მომგებია.

ველოდებით თოკოს პროგრესს.

ეს პროგრესი მალე წამოვა.