სან ანტონიო შეიცვლება

დასავლეთში იუტა დომინირებს. დასავლეთში ლოს ანჯელესის ორივე კლუბს აკლია სტაბილურობა თამაშით და მოთამაშეებით.

და, დასავლეთში ერთ გუნდს არავინ არ აქცევს ყურადღებას.

სან ანტონიო. რომელიც 16:12 საფლეიოფო ზონაში მშვიდად ზის. და, გუნდს რამდენიმე ბრძოლა უბრალოდ, არ უნდა წაეგო.

და, სპერსმა შეიძლება, ორი ვეტერანი გაცვალოს.

დემარ დეროუზენი. და, ლამარკუს ოლდრიჯი.

ოლდრიჯს კარიერაში ყველაზე უმუღამო, უემოციო და ერთ-ერთი ცუდი სეზონი აქვს. სტატისტიკაც ვერ ქაჩავს, მაგრამ ვეტერანს აკლია მოტივაცია. ის, რაც დიდი დოზით აქვს ავსტრიელ ჯეიკობ პიოლტლს.

დეროუზენი არ არის ჩამოსაწერი. დეროუზენი არ არის მოსატეხი, მაგრამ დემარში დიდ კომპენსაციას გადაიხდიან. და, დეროუზენი სან ანტონიოს ლიდერია.

დეროუზენი სურს ნიუ იორკს. და, იქ ტომ ტიბოდო სისტემურ მანქანას აწყობს. დეროუზენი სისტემაში ალბათ, უპრობლემოდ ჩაჯდება. გრეგ პოპოვიჩთან გატარებული პერიოდი აქ გადამწყვეტია.

ოლდრიჯით კლიპერსი დაინტერესდა. და, ეს სადღაც, ლოგიკურია.

აზრზე ხართ, ლამარკუსი და კავაი ისევ ერთად?!

გახსოვთ, სპერსის ის ეპიზოდი, როდესაც კავაი პირველი შემტევი ოფცია გახდა და ლამარკუსმა გაცვლა მოითხოვა? კი, კი, იყო.

ოლდრიჯმა კლიპერსში მაინც უნდა გაქაჩოს.

სან ანტონიო ბოლომდე ახალგაზრდობას აწვება.

ხანდახან, ამართლებს.