ჩემპიონმა მეორე ეტაპისთვის მარაგი შექმნა

ბათუმი-აია 22:13


ბათუმი:  3ლ - ურჯუკაშვილი, სიჭინავა, საჯარიმო. გ,ს - ურჯუკაშვილი

 

სინბინი:  თაგაური, სიჭინავა

 

აია: ლ - ჯინჭარაძე. 2ს,გ - ბაბუნაშვილი

 

სინბინი: გოგიაშვილი

 

მსაჯი: შოთა თევზაძე

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში ბათუმისა და ქუთაისის აიას დაპირისპირებას სატურნრო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ქონდა. ორივე გუნდი მეორე ეტაპზეა გასული. თუმცა, დებულების თანახმად, მეორე ეტაპზე გასულ გუნდებს ერთმანეთთან მოპოვებული ქულები თან მიჰყვებათ და, ამიტომ, ორივე გუნდისთვის მეორე ეტაპზე ქულების მარაგის შექმნა მნიშვნელოვანი მოტივაციაა.

 

ბათუმელებმა საწყისი წუთები აქტიურად დაიწყეს. ლელოც გაიტანეს და დაწინაურდნენ, მაგრამ აიამ ტაიმის მინიმალური სხვაობით მოგება მაინც შეძლო - 6:5.

 

შესვენების შემდეგ აიამ ლელოს გატანაც მოახერხა. თუმცა, მასპინძლებმა ამაზე ორით უპასუხეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს - 22:13.

 

Возможно, это изображение (1 человек и на открытом воздухе)

 

ლიდერბეთის რჩეული კი, ბათუმის შუამარბი ბექა ურჯუკაშვილი გახდა.

 

 

სატურნირო მდგომარეობა


B ჯგუფი


1. აია - 38 ქულა, 2. ბათუმი - 34, 3. ყოჩები - 27, 4. არესი - 22, 5. არმაზი - 10, 6. ჯიქი - 6