რასიზმი იგებს

ვაშინგტონი აზრზე მოდის. ვაშინგტონი იგებს. და, ვაშინგტონი გემოვნებით აგვარებს.

იქ, ვაშინგტონში რასელ უესთბრუქი რეკორდებს ამტვრევს და ბრედლი ბილი კარგი კოლექციონერია.

ვაშინგტონმა 128:112 მიაკლა მინესოტა.

რასელი - 19 ქულა. ნორმალურია. 14 მოხსნა. მოსნტრუოზულია. 12 პასი. დაგლიჯა.

რასმა ვაშინგტონში მეათე სამმაგი დუბლი დასვა. მხოლოდ 24 მატჩში. ტიპი სხვაგან არის. ტიპი სხვა დონეზეა. რასი გასულია.

და, 10 სამმაგი ერთ რეგულარულში ვაშინგტონის ახალი რეკორდია. რასი აქ ისტორიას ცვლის. და, გუნდიც მაგრად უმატებს.

უესთბრუქმა სამმაგი მესამე მეოთხედში დასვა. ფსიქოფატი.

ვაშინგტონის კარიერული ლიდერი სამმაგებში? დარელ უოკერი - 15. რომელმაც გუნდს 4 ნორმალური სეზონი აჩუქა. რასელი ამ რეკორდს წელსვე მოხსნის, დამარხავს.

 

პროგრესი

ვაშინგტონს ერთი თვის წინ ყველაზე უმუღამო, დაშლილი გუნდის კალათბურთი, იმიჯი ჰქონდა. დღეს, უიზარდსი კაიფობს. ზედიზედ 5 მოგება, 7:1 გარბენი და ვაშინგტონი უკვე საფლეიოფო ამბებს უახლოვდება. კი, მინესოტა (7:27) მაგარი სუსტია, მაგრამ აქ უფრო ვაშინგტონის პლიუსებზე უნდა ვთქვათ.

ვთქვით.

 

სამწამიანის დაცვა

ვაშინგტონმა ეგრევე ვერ აკრიფა. ძირითადად, პერიმეტრი იტვირთებოდა. მინესოტა სამწამიანში დომინირებდა და , შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. უბრალოდ, მანამდე მინესოტამ პირველი მეოთხედი მოხსნებში 17:11 წამოიღო და შეტევაში 7 მოხსნა გაშანსა. პლიუს, 20 ქულა იმ ზონიდან.

და, ვაშინგტონმა მოუმატა. და, ვაშინგტონმა კარლ-ენტონი თაუნზს 19 სროლიდან მხოლოდ 7 ჩააგდებინა და დარჩენილ დროში მინესოტამ შეტევაში მხოლოდ 5 მოხსნა აკრიფა.

 

ბრედლი ბილი

მესამე მეოთხედში ბილმა დაგლიჯა.

8/6 თამაშიდან და ტოტალური დომინაცია შეტევაში. 17 ქულა, ბევრი ბასრი შესვლა და ლეტალური მეოთხედი მინესოტასთვის. ბილმა დაცვაშიც მაგრად იმუშავა და ამ სრულყოფილი ყომარით აკრიფა.

საბოლოოდ, ლიგის ყველაზე შედეგიანმა ბიჭმა მატჩი 34 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დახურა.

გაასწორა.