ბექაური და ფევაძე ძალაა

ბექა ბექაური ახლოს დელტას წარმატებული პერიოდის დროს გავიცანი. სასიამოვნო ახალგაზრდა, რომელსაც დღესაც მაღალ დონეზე თამაშის კარგი პოტენციალი აქვს. და, მე მაღალ დონეს ვგულისხმობ.

ალექსანდრე ფევაძეს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ეს მოურიდებელი მოთამაშე თავმდააბლი და სასიამოვნო ადამიანია.

და, ბიჭები ძალიან, მართლა ძალიან კარგ კალათბურთს თამაშობენ.

ბექაურის სტატისტიკა - 15.4 ქულა, 9.8 მოხსნა, 2.7 პასი და 2.77 დაფარება. მოხსნებში ბექა მეექვსეა და ქულებში - ტოპ ოცში ზის. დაფარებებში - საუკეთესო. სუპერლიგაში. ბექა ერთადერთია, ვინც ორ დაფარებაზე მეტს კრავს. სტაბილური ბიჭი.

ბექაური ბათუმს უნივერსალიზმით ეხმარება. ბექა თამაშობს მეოთხე ნომერს, ბექა ადის ცენტრზე და ბექას აქვს ძალიან კარგი, დროული პასი. ბექას ბევრი დადებითი თვისებიდან ეს, ალბათ, მთავარია - მან ისწავლა უბურთოდ დომინირება და ამით უხსნის თავისუფალ სივრცეებს თანაგუნდელებს.

მნიშვნელოვანი ფაქტორი.

და, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბექა კარგ ფორმაში შედის. დღეს, როდესაც ბათუმმა მოუამტა, ბექა ამ დაბრუნების ინიციატორია. სხვებიც ცდილობენ, მაგრამ ბექა ასრულებს. ნაკრების წევრი გუნდის ლიდერიც უნდა იყოს. და, არის.

ბექა ბათუმის ლიდერია.

 

******

 

ვერ გეტყვით, რა საუბარი შედგა სეზონის დაწყებამდე ცხუმ-აფხაზეთში. იქ მთავარი მწვრთნელი ნიკო ჩერქეზიშვილია, რომელიც ფევაძეს უზომოდ დიდ თავისუფლებას აძლევს. ალბათ, ჩემი აზრით, იყო ასეთი საუბარი - შენ გექნება სრული თავისუფლება და მე მინდა, რომ შენ ბევრი, განუსაზღვრელად ბევრი ითამაშო. ნუ, სიტყვა განუსაზღვრელი შეიძლება უფრო სხვა, მარტივი სიტყვით შევცვალოთ.

და, ფევაძე ენდობა ჩერქეზიშვილს. რომელიც, თავის მხრივ, ბოლომდე ენდობა ჩვენი ნაკრების წევრს და ფევაძე მშვიდად გახდა ორმაგი დუბლების და მოხსნების მანქანა.

11.6 მოხსნით ალექსანდრე მეორეა სუპერლიგაში. ფევაძის გარეშე ეს გუნდი ბევრს ვერ მოიგებს. ფევაძე აქ ჯოკერია. და, ეს ჯოკერი ჩერქეზიშვილს უჭირავს. ამ ჯოკრის გარეშე ეს ცხუმი ვერ გაქაჩავს. ლოგიკურია - ფევაძე ხომ ამ გუნდის ვარსკვლავია.

ბექაური და ფევაძე ამ სუპერლიგაში საუკეთესოები არიან. ქართველებში. ორივემ დაგლიჯა და ორივეს აქვს მომატების შანსი. რეალური შანსი.

უბრალოდ, ბიჭებმა ტემპი არ უნდა დააგდონ.

განსაკუთრებით, ფევაძემ, რომელსაც ბექასგან განსხვავებით, უმაღლეს დონეზე თამაშის უმნიშვნელო გამოცდილება აქვს.

და, როგორი სასიამოვნოა ორივეს კალათბურთი.

ტემპის დაგდება არ გაბედოთ ბიჭებო! იტაამშეთ, მოიგეთ და გახდით უკეთესები. და, ტავისთავად, უნდა დაუჯეროთ მწვრთნელებს და სხვებისთვის სამაგალითოები გახდებით.