კავაი ლეონარდის ცეკვა

კლიპერსი კავაი ლეონარდის პროექტია. და, სადისტ დამცველს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს.

26.9 ქულა. კარიერაში მეორე შედეგი.

6.2 მოხსნა. მოსულა, კავაისთვის ნორმალურია.

და, 5.0 პასი. კარიერის ახალი რეკორდი, რომელსაც ლეონარდი მხოლოდ გააუმჯობესებს. კავაი მაგარი მოტივირებული თამაშობს.

ლეონარდი MVP-ს რეიტინგის ყველაზე მარტივად გადასაკითხი პერსონაჟია. და, ამ შემთხვევაში მარტივი არ ნიშნავს - უინტერესოს. თუმცა, ლეონარდი არ აკეთებს არაფერს ისეთს, რაც მანამდე არ ჰქონია. უბრალოდ, კავაი გაიშალა. თითქოს ბევრი გახდა.

კავაი არ აქტიურობს პრესასთან. უინტერესო ტიპი. კავაი არ იბრძვის სექსუალური უმცირესობების დასაცავად. უგემოვნო ტიპი. კავაი არ ატარებს 20 000-იან პიჯაკს. კრიჟანი ტიპი. და, ეს კლასიკური კავაი ლეონარდია. რომელიც ამ შემადგენლობით კლიპერსს სულ მცირე, დასავლეთის ფინალამდე მიიტანს. თუ, კლიპერსი მანამდე ლეიკერსზე არ გავა. აქ, ლეონარდი შეიძლება, აღარ იყოს ფავორიტი. გააჩნია, როგორ ფორმაში იქნება ენტონი დევისი.

ლეონარდი სტაბილურობის სინონიმია.

ლეონარდი შეუდარებელია პერსონალური დაცვის დროს (დიახ, კავაიმ ისევ დაიწყო დაცვაში დაღლა, რაც - არაჩვეულებრივია). კავაის აქვს მარგი ქმედების საოცრად მაღალი მაჩვენებელი. და, კავაი არის ლიდერი არა მხოლოდ მოედანზე. ის ყველგან ლიდერია.

კავაის არ აქვს არცერთი დასამახსოვრბელი მოგება. ბუნებრივია, მიმდინარე რეგულარულს ვგულისხმობ.

კავაის არ აქვს არცერთი დასამახსოვრებელი წაგება. ამ შემთხვევაშიც, ეს სიმართლეა.

 

*****

 

კავაის არ დაუგდია პრინციპული ოპონენტი თანაგუნდელების დახმარების გარეშე.

და, კავაი არ კვდება მოედანზე რაღაცის ან - ვიღაცის გამო.

ლეონარდი საოცარია და ლეონარდისთვის კალათბურთი ფლეი ოფით დაიწყება.

მანამდე, ბიჭი გაერთობა.

და, ჩვენ ვიცეკვებთ. როგორც კავაი - დაცვაში.