ზინედინ ზიდანი: ვიცით კრიტიკულ მომენტში როგორ უნდა მოვიქცეთ

ლა ლიგის 25-ე ტურში რეალი სოსიედადს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა. 

 

"კარგად ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ კრიტიკულ მომენტებში. სირთულეები მთელი სეზონის განმავლობაში არის, მაგრამ ასევეა დადებითი მომენტებიც. წინ ბევრი მატჩი გველის და სწორედ ამ აზრით ვცხოვრობთ. 

 

გუნდში საკმაოდ არიან ტრავმირებულები და ეს ცხადია სერიოზულად გვიშლის ხელს. ბევრი სირთულეა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩემი ფეხბურთელები ყოველ შეხვედრას მოუთმენლად ელიან."-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. 

 

რეალი ლა ლიგაში 52 ქულით მესამე ადგილზეა და მოგების შემთხვევაში მეორეზე გადავა. პირველ პოზიციას 58 ქულით მადრიდის ატლეტიკო იკავებს.