პოლ სქოულზი: მანჩესტერი მილანს ადვილად გაივლის

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური წყვილებიდან ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერი - მილანის დაპირისპირება იწვევს. მოახლოებულ მატჩზე მანკუნიანელთა ლეგენდამ პოლ სქოულზმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუნიატედი როსონერის მარტივად გაივლის. 

 

"ევროპა ლიგაზე მონაწილე გუნდებიდან მანჩესტერს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. წინა სეზონშიც იგივეს ვფიქრობდი, თუმცა ტურნირი სევილიამ მოიგო. იუნაიტედი ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე არსენალი, ტოტენჰემი და მილანი. ვფიქრობ მანჩესტერი როსონერის მარტივად გაივლის."-განაცხადა სქოულზმა 

 

პოლ სქოულზმა მთელი კარიერა სწორედ მანჩესტერში გაატარა და გუნდის ლეგენდების სიაშია. კარიერის მანძილზე ერთი გოლი მან მილანსაც გაუტანა, ეს 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მოხდა. 

 

 

რაც შეეხება მანჩესტერის და მილანის წლევანდელ დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 11 მარტს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 19 მარტს სან სიროზე.