ბეშიქთაშს სასპონსორო 1.3 მილიონი დოლარი 42 ბიტკოინით გადაუხადეს

კრიპტოვალუტის კომპანია თურქული გრანდის, „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო გუნდის მთავარი სპონსორი გახდა. შეთანხმების შედეგად, კომპანიის სახელი “Icrypex” კლუბის სახელის უფლებებს ფლობს, შესაბამისად, Icrypex Besiktas ტურნირში მონაწილეობას ამ სახელით გააგრძელებს. ასევე, კომპანიის სახელი სათამაშო მაისურის წინა მხარეს იქნება წარმოდგენილი.

 

რთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულების სანაცვლოდ, ბეშიქთაში 1.3 მილიონ დოლარს მიიღებს, სპონსორმა აღნიშნული თანხა გუნდს 43 ბიტკოინით გადასცა.

 

"სიახლეები ჩვენი მთავარი მოტივაციაა. გვინდა, ეს ბაზარი ავითვისოთ და ჩვენი კომპანიის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს. ბეშიქთაში უდიდესი ბრენდია, მასთან ამ ფორმით თანამშრომლობა ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა და მოტივაციაა. წინ ბევრი საინტერესო პროექტი და სიახლე გველოდება, – განაცხადა აიქრიეპსის გენერალურმა დირექტორმა, გიოქალპ იჩერმა.

 

სასპონსორო ხელშეკრულების თანხის ამ ფორმით გადაცემა სპორტულ ინდუსტრიაში პირველი პრეცედენტია. სხვა ქვეყნებსა და ჩემპიონატებში გამოჩნდა კრიპტოვალუტის ელემენტები, თუმცა კონკრეტულად სასპონსორო ხელშეკრულებები და თანხის ანაზღაურება ამ ფორმით ჯერ არსად მომხდარა.

giorgi ratiani 01 მარტი 2021 -15:19