ბარსელონაში... ბართომეუ დააპატიმრეს!

ბარსელონას აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დაპატიმრებულია. დღეს დილიდან ბარსელონას ოფისში პოლიცია შევიდა, ჩხრეკდნენ, სხვადასხვა დოკუმენტები ნახეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს: ბართომეუს გარდა, ოსკარ გრაუ (გენერალური მენეჯერი), ხაუმე მასფერერი (ბართომეუს მრჩეველი) და რომან ფონტი (კლუბის მთავარი იურისტი). მიზეზი:კორუფცია... ეს ესპანური საიტების ცნობით.

 

ასევე: ბრალად ედება ე.წ. „ტროლების“ დაქირავება, რომლებიც სოციალურ ქსელებში მისი რეპუტაციის დადებითად წარმოჩენაზე და ლეო მესის რეპუტაციის შელახვაზე იმუშავებდნენ.  

 

7 მარტს ბარსელონას პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა - ესენი დარჩნენ კანდიდატები.