პირლომ მსოლიო ჩემპიონს დაადგა თვალი

ტურინის იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. იტალიური პრესის ცნობით, ბიანკონერის ბაიერნიდან კორენტინ ტოლისოს დამატება სურს. პირლოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონის შეძენას ზაფხულში შეეცდება. აქვე გეტყვით, რომ ტოლისოს ფასი 25 მილიონი ევროა. ამ თემაზე თავად ფეხბურთელის აზრი ჯერ უცნობია. 

 

ტოლისო ბაიერნში 2017 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა. ამ სეზონში ფეხბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 26 წლის შუახაზელი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 12-ჯერ მოხვდა, მას არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა და შესაძლოა სწორედ ამიტომ მოინდომოს რეკორდმაისტერთა დატოვება. მოეხსენებათ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს, რათა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაეზარდოს.

 

რაც შეეხება იუვენტუსს, ბიანკონერი სერია ა-ში 46 ქულით მე-3 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი პორტუს შეხვდა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი პორტუგალიაში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა, მეორე შეხვედრა კი 10 მარტისთვისაა ჩანიშნული.