შოთა თევზაძე რუსეთ-რუმინეთის მატჩს იმსაჯებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, 6 მარტს სოჭში რუსეთი რუმინეთს მასპინძლობს და ამ მატჩის მთავარი მსაჯი ქართველი შოთა თევზაძე იქნება.

 

მას კიდედან საბა აბულაშვილი დაეხმარება. კიდის მეორე მსაჯი მოლდოველი პროკოპი იქნება, ვიდეო-რეფერი კი, ასევე ქართველი თორნიკე გვირჯიშვილია.

 

იმავე დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.