ტომრების ომი

 

 

 

 

 

 

 

ბოლო დროს ყველაფერი ფულმა წალეკა და მათ შორისაა ფეხბურთიც. უმდიდრესმა ადამიანებმა ცნობილი თუ უცნობი კლუბები შეიძინეს და ახლა მათ შორის მესამე მსოფლიო ომი მომდინარეობს.

ამჯერად ხუთ ყველაზე მდიდარ საფეხბურთო ფუნქციონერს წარმოგიდგენთ.

 

No description available.

 

1. შეიხი მანსური - მანჩესტერ სიტი (ქონება 20 მილიარდი)

მანჩესტერ სიტის მფლობელი, შეიხი მანსური ყველაზე მსუყე ფულის ტომარაა ფეხბურთში. მან სიტი 2008 წელს შეიძინა დაახლოებით 210 მილიონ გირვანქად და დღემდე თითქმის მილიარდამდე დახარჯა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრემიერმა, მანჩესტერულ კლუბში რევოლუცია მოახდინა და მსოფლიო გრანდად აქცია.

ქალაქელებმა ბოლო რვა სეზონში ოთხჯერ მოიგეს პრემიერლიგა და მიმდინარე გათამაშებაშიც ალბათ მათ პირველობაში ვერავინ შეეცილება.

 

No description available.

 

2. დიტრიხ მატეშიცი - ლაიფციგი (19 მილიარდი)

ლაიპციგის თავკაცი დიტრიხ მატეშიცი იმითაა ცნობილი, რომ ენერგეტიკული კომპანია Red Bull-ის 49 პროცენტის მფლობელია.

ამ წარმატებულმა კომპანიამ ჰერ დიტრიხი ძალიან გავლენიან ადამიანად აქვია. სახეზეა მისი კლუბის პროგრესიც, რომელიც მხოლოდ 2009 წელს დაფუძნდა და ცამეტი წლის თავზე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. გასულ სეზონში მაგალითად, ლაიპციგელები ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდნენ პარი სენ-ჟერმენთან.

 

No description available.

 

3. ანდრეა ანიელი - იუვენტუსი (14 მილიარდი)

ანდრეა ანიელების ოჯახის მეოთხე წევრია, ბაბუის, მამისა და ბიძის შემდეგ, ვინც იუვენტუსს პატრონობს.

ბოლო ათ წელიწადში იუვემ ცხრა სკუდეტო მოიგო და იტალიური ფეხბურთის უპირობო დომინანტი გახდა.

მათ ასევე შეიძინეს კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალიდან, რაც ასევე ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია.

მაგრამ უზარმაზარი ინვესტიციების მიუხედავად, ბებერი ქალბატონი 1996 წლის შემდეგ ვეღარ ახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

 

No description available.

 

4. დიტმარ ჰოპი - ჰოფენჰაიმი (13 მილიარდი)

ჰოპი ალბათ ყველაზე ნაკლებადცნობილი საფეხბურთო მაგნატია. გერმანელი პროგრამისტი და ბიზნესმენია. შარშან გაცხადდა, რომ გერმანიაში ის მერვე ადგილზეა სიმდიდრით, მსოფლიოში კი 72-ზე.

ეგ არის, მისმა ინვესტიციამ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება და ჰოფენჰაიმი გერმანული ფეხბურთის საშუალო წარმომადეგენელია.

ეს შესაძლოა, იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რიმ ჰერ დიტმარმა კლუბი 90-იან წლებში შეიძინა და მესამე დივიზიონიდან ამოიყვანა ელიტაში.

 

რომან აბრამოვიჩი ცოლს გაშორდა | imedinews

 

5. რომან აბრამოვიჩი - ჩელსი (12 მილიარდი)

აბრამოვიჩი პირველი მსხვილი მფლობელი - მილიარდერი იყო, ვინც საფეხბურთო კლუბში რევოლუცია მოახდინა.

ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი ბოლო 20 წლის ყველაზე ცნობადი საფეხბურთო კლუბის მფლობელია.

აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს იყიდა და ორ წელიწადში პრემიერლიგის პირველი ტიტული მოიგო. მას შემდეგ არისტოკრატები კიდევ ოთხჯერ გახდნენ ინგლისში საუკეთესოები, 2012 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.