სალაჰი ქსელს ჩაეხსნა

ეგვიპტელმა ანგარიშები გააუქმა

ეგვიპტის ნაკრებისა და ლივერპულის ფორვარდი მო სალაჰი სოციალურ ქსელს დაემშვიდობა.

 

ვიდრე ის თავის ანგარიშებს გააუქმებდა, სოცქსელებში დაწერა:

 

„2019 წლის პირველი სერიოზული გადაწყვეტილება: დადგა დრო ერთმანეთს პირისპირ შევხვდეთ“. 

 

არადა, ეგვიპტელ შემტევს საკმაოდ ბევრი ხელმომწერი ჰყავდა. მათი უმეტესობა ინგლისელი, კერძოდ ლივერპულელი გახლდათ, რომლებიც ახლა ქსელში კუმირის გარეშე დარჩნენ.

 

მიმდინარე სეზონში სალაჰმა პრემიერლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, შვიდი საგოლე პასი გააკეთა და 16 გოლი გაიტანა. 

 

მომდევნო მატჩს სალაჰი და მისი ლივერპული 30 იანვარს, შინ ლესტერთან ჩაატარებს.