კობიაშვილის შესანიშნავი ჯარიმა კანის კარში (ვიდეო)

ლევან კობიაშვილის შესანიშნავი საფეხბურთო კარიერის შესახებ, არაერთხელ ითქვა და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ ითქმება. აქ გთავაზობთ მის ერთერთ საუკეთესო გოლს. 2000 წლის 12 აპრილს ფრაიბურგმა ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთაგან გოლი ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ლეგენდარულ ოლივერ კანს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა. 

 

 

კობიაშვილი ფრაიბურგში ალანიადან 1998 წელს გადავიდა და 2003 წლამდე ითამაშა. ფრაიბურგის მაისურით კობიმ 149 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.