დონარუმას საქმე ასარჩევად აქვს - იტალიელს ორი გუნდი იწვევს

ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. იტალიელი ტაბლოიდების ცნობით, მილანის მეკარეს ჩელსი და პსჟ იწვევენ. ცნობილია, რომ 22 წლის ფეხბურთელი როსონერის დატოვებაზე თავადაც ფიქრობს, რადგან იგი ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს, გუნდის ხელმძღვანელობა კი მხოლოდ 7.5 მილიონზეა თანახმა. 

 

დონარუმა 16 წლის ასაკიდან მილანის ძირითადი შემადგენლობის წევრია და ამჟამად სერია ა-ს ერთერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი გადაბირება არაერთხელ სცადეს, თუმცა როგორც ხედავთ იგი კვლავ როსონერისთვის ირჯება. გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. 

 

დონარუმამ ამ სეზონში მილანის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაუშვა. მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.