ევრო-2020 მხოლოდ ინგლისში?..

სად ჩატარდება ევრო-2020, ჯერ კიდევ უცნობია და ამ თვეში უნდა გაირკვეს. პანდემიამ გეგმები არია და დიდი შანსია, 12 სხვადასხვა ქვეყანაში ფიზიკურად ვერ მოხერხდეს. ამასობაში კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ინგლისი მზადაა, ჩემპიონატის ყველა მატჩს უმასპინძლოს.

 

წინასწარი განრიგით, ლონდონის ეუმბლიზე ნახევარფინალები და ფინალი უნდა გაიმართოს, მაგრამ ჯონსონი შორს წავიდა...

 

„თუ უეფას სურს, მზად ვართ, რომ ინგლისში ჩავატაროთ სხვა შეხვედრებიც“ - წერს The Sun-ი.

 

ევრო-2020 11 ივნისს უნდა დაიწყოს და 11  ივლისს დამთავრდეს. ინგლისმა ევროპის ჩემპიონატს 1996 წელს უმასპინძლა.

 

კიდევ, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ერთობლივად სურთ 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა. ესეც დაადასტურა ჯონსონმა.