ინტერის მესაკუთრე ვალებშია - ელოდება მილანის ბედი?

ჩინეთის ფეხბურთში პრობლემებია. რამ გამოიწვია ეს? - მათ უცხოელ ფეხბურთელებზე ახალი ლიმიტი დააწესეს, ხელფასის ზღვარი გაამკაცრეს და კლუბის სახელებში კომერციული კომპანიების სახელების გამოყენება შეუძლებელი გახდა. ამან ფეხბურთელების მასობრივი წასვლა გამოიწვია. ჰალკი ბრაზილიაში დაბრუნდა რონდონი რუსეთში, ელ შაარავი რომაში, ალექს ტეიშეირა კი თავისუფალი აგენტია. 

 

კანონების გამკაცრებასთან ერთად, კორონავირუსის პანდემიამ კლუბების მფლობელების ჯიბეებს სერიოზულად დაარტყა. თებერვლის ბოლოს, ჩინეთის თასის გამარჯვებული, შანდუნ ლუნენი, აზიის ჩემპიონთა ლიგიდან დავალიანების გამო მოკვეთეს. 28 თებერვალს, კიდევ უფრო მოულოდნელი სიახლე გაცხადდა. 

 

სუნინგის ჯგუფი, რომელიც ჩინეთის ჩემპიონის, ცზიანსუ ცუნინის მფლობელია, გამოაცხადა რომ კლუბი არსებობას წყვეტს. ის არა მხოლოდ მთავარი კლუბის საქმიანობას აჩერებს, არამედ ქალების გუნდისაც და ახალგაზრდული გუნდისაც

 

 

არა და ცზიანსუ ჩინეთში ყველაზე მდიდარ გუნდად ითვლებოდა: ტეიშეირა 50 მილიონად იყიდეს, რამირესი 27-ად, მწვრთნელი კაპელო. 2019 წელს, ბეილის ყიდვის მთავარი პრეტენდენტი სწორედ ეს კლუბი იყო. იქ ინტერის ფეხბურთელები, მირანდა და ედერი თამაშობდნენ...

 

კლუბი ჯერ ბოლომდე განადგურებელი არ არის, ახალ ინვესტორს ეძებს, რათა გადარჩეს. რატომ მოხდა ასე? მიზეზი მარტივია, სუნინგს ვალები აქვს. ჭორები დადის, რომ კომპანიის ნაწილი იყიდება და "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადადიან. 

 

სუნინგი მილანის ინტერის მფლობელიცაა. ბლომბერგს სჯერა, რომ სკუდეტოს მაძიებელი გრანდი გასაყიდ სიაშია. კომპანიას ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებია, თუმცა ამაზე საუბარი არ წყდება. 

 

ინტერის აღმასრულებელ დირექტორს, ბეპე მაროტას სჯერა, რომ ინვესტორები გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ: "ჩვენი ინვესტორები სერიოზული ხალხია, ისინი ბრძნულ არჩევანს გააკეთებენ, რადგან ჩვენს ისტორიას პატივს სცემენ"