ჯორჯინა: აი, რით გამოირჩევა კრიშტიანუ...

ჯორჯინა როდრიგესმა კრიშტიანუ რონალდუს გამორჩეულ თვისებებზე ისაუბრა. ანუ, რით მოხიბლა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა... ისინი 2016 წლიდან არიან ერთად.

 

„კრიშტიანუსგან ბევრი რამ ვისწავლე. მეხმარება და მოტივაციას მმატებს. ადრე მასთან ერთად ვარჯიში მრცხვენოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა: ის ჩემი გულისხმიერება და სიყვარულია. ოჯახი ჩემი პრიორიტეტია, შვილები და მეუღლე პირველ ადგილზე არიან.  

 

...კრიშტიანუ საუკეთესო მამა და მეუღლეა. ყოველთვის ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს. თვითკრიტიულია და უყვარს საქმე, რითაც დაკავებულია. მოკლედ, იდეალური შეხამება ვართ. რონალდუ ის მამაკაცია, რომელზეც ვოცნებობდი“.

 

არგენტინელმა მოდელმა ჯორჯინამ გაიხსენა მათი პირველი შეხვედრა:

 

ერთ-ერთ სამოდელო ჩვენებაზე ვიყავით. მაშინ შევძელით ერთმანეთთან გამოლაპარაკება. ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით“.