ბექჰემი რონალდუს იწვევს

ინტერ მაიამი კრიშტიანუ რონალდუს ეპატიჟება. პორტუგალიელით პირადად გუნდის მფლობელი დევიდ ბექჰემია დაინტერესებული. რონალდუს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, ინტერ მაიამის ინგლისელი მეპატრონე კი ბიანკონერის გოლეადორის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება. 

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუს იუვეში ყოფნისას, რამდენჯერმე იყო საუბარი მისი გუნდიდან შესაძლო წასვლაზე. ადრე დაიწერა, რომ ბიანკონერის კორონავირუსის გამო ფინანსური პრობლემები აქვს და შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით რონალდუ გაყიდოს. 

 

რაც შეეხება ინტერ მაიამის, გუნდში სხვა ფეხბურთელებთან ერთად გონსალო იგუაინი და ბლაიზე მატუიდიც თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი ფილ ნევილია. ჯერ კიდევ 2019 წელს ინტერ მაიამიმ ლეო მესის გადაბირება სცადა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.