"ჩინეთის პატარა მარიონეტი ხარ!" - კოვინგტონი ლებრონს მიმართავს

ზლატან იბრაგიმოვიჩის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსს UFC-ს ვარსკლავი, კოლბი კოვინგტონი დაუპირისპირდა. ლებრონ ჯეიმსი შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ფიგურაა, შესაბამისად მისი სოციალური განცხადებები დიდ რეზონანსს იწვევს. ბრონი, ისევე როგორც ამერიკელი ცნობადი სახეების უმრავლესობა, შტატების ყოფილ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ ანტიფატიას არ მალავდა. კოლბი კოვინგტონი კი პირიქით - ტრამპის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი გახლავთ. კოლბი და ლებრონი ჯერ კიდევ გასულ წელს გადაიკვეთნენ, როცა კოვინგტონმა ჯეიმსი ოქტაგონზე საბრძოლველად გამოიწვია. ახლა კი ზლატანისა და ლებრონის დაპირისპირებისას, ლებრონის პასუხს შემდეგი თვითით გამოეხმაურა:

"ჰონგ კონგზე როდის აპირებ ლაპარაკს ლებრონ? რა თქმა უნდა, ეს შენ არ შეგიძლია. ჩინეთის პატარა მარიონეტი ხარ! ბავშვებით მანიპულირებითა და "სოციალური სამართლიანობის" ხარჯზე მილიონებს აკეთებ. თუმცა იმაზე დუმხარ, რომ ჩინეთში მუშახელი შენი პროდუქციის დამზადებაში მიზერულ თანხას იღებს."