კვარაცხელია საუკეთესოდ დაასახელეს (ფოტო) (ვიდეო)

პოპულარულმა რუსულმა გამოცემა Sporexpress.ru-მ, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აღნიშნულ ტურში ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებასაც ჩვენებური იცავს მოსკოვის სპარტაკს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ამ მატჩში ხვიჩამ ჯერ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ მის დარტყმულს დაამატეს და ისე გაიტანეს. გეცოდინებათ კვარაცხელია აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

 

 

2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს მშვენიერი პერიოდი უდგას. იგი ყაზანელთა ერთ-ერთი ლიდერი და რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. ამ სეზონში კვარაცხელიამ რუბინის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

 

 

რაც შეეხება თავად რუბინს, ყაზანელებმა სპარტაკი გასვლაზე 2010 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. სლუცკის გუნდი 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-9 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 8 მარტს ზენიტთან ჩაატარებს.