დაბერდი შენ ჩემო ნიკორა...

ზლატანი ისევ დაშავდა და სამი კვირით დასვევენება მოუწევს. ანუ, მანჩესტერ იუნაიტედთან ევროპა ლიგის ორივე მერვედფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს. მილანში ღელავენ, შვედი ხომ მათი მთავარი იმედია.

იბრაჰიმოვიჩმა რომა - მილანის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში (1:2) კუნთი დაიზიანა. არადა, იგივე პრობლემა მას დეკემბერშიც ჰქონდა, როცა საკმაო დრო გაუცდა. მაშინ იტალიელი სპეციალისტები ამბობდნენ: ზლატანი უბადლოა, ასეთ ასაკში მილანისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია, მაგრამ ასაკს თავისი მიაქვს, ისეთი ტრავმები ემართება, ადრე ყურადღებასაც რომ არ მიაქცევდაო.

 

AC Milan receive huge Zlatan Ibrahimovic injury blow ahead of Manchester  United tie - Manchester Evening News

 

ხუმრობა ხომ არ არის, 39 წლისაა.

ყველაფრის მიუხედავად, ზლატანი ორგანიზატორების თხოვნას დათანმდა და ოთხი ღამით სან რემოს ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება, რომელიც დღეს, 2 მარტს დაიწყება და 6 მარტამდე გასტანს.