ნეიმარი: "არ მიმიღია მესიჯი, WOW, რა პროფესიონალი ხარ..."

პსჟ-ს ვარსკვლავი, ნეიმარი უკმაყოფილოა, რომ მისი შრომა ვერავინ დაინახა, რაც ტრავმის მოშუშებაში ჩადო. 

 

ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში კაენთან მიიღო. ამის გამო, მან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბარსელონასთან ვერ ითამაშა, სადაც პარიზელებმა 4:1 მოიგეს. სავარაუდოა, რომ ის განმეორებით შეხვედრასაც გამოტოებს


"ტრავმის მოშუშებისთვის როგორ ვშრომობდი, ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები დავდე. არავის დაუწერია: "WOW, აი პროფესიონალი, თავს როგორ უვლის!". ასეთი რამ ერთმაც კი არ თქვა,"- თქვა ნეიმარმა ინსტაგრამ სთორიში

 

ბრაზილიელმა ლიგა ერთში 11 შეხვედრაში ითამაშა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.