გიორგი ცუცქირიძე ორიაკში ორი წელი დარჩება

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც საფრანგეთის ელიტურ, მეორე დივიზიონის ორიაკში ასპარეზობს, ამ გუნდთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა.

 

ცუცქირიძეს სამწუხაროდ ტრავმები დასჩემდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება გამოტოვა. შარშან კი, ნოემბრის ერთა თასზეც დააკლდა. გუნდს. გიორგი, ახლა, ტრავმას იშუშებს და მოედანს, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაუბრუნდება.

 

შეგახსენებთ, რომ ორიაკში ცუცქირიძესთან ერთად თამაშობენ: ბექა საღინაძე, გიორგი ჯავახია, მიხეილ ალანია, გიორგი გოგოლაძე, გიორგი ქრთველიშვილი, ლუკა ნიორაძე და ჯემალ შათირიშვილი.