ჩაკვეტაძე სიაშია!

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის იმ 19 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც იუპენთან 3 მარტის მატჩისთვის მოემზადებიან. ეს ბელგიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა იქნება...

 

არ ვიცით, გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეს იუპენთან ათამაშებს თუ არა - დიდი ხანია, რაც მთავარ გუნდში პრაქტიკა არ ჰქონია. ბოლოს 4 ოქტომბერს ითამაშა და მერე მუხლზე  მკურნალობდა. წინა თვეში კი გენტის ახალგაზრდულში ითამაშა.