კრიშტიანუ რონალდუ - ისტორიაში პირველი (ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუ მორიგი ბრწყინვალე მიღწევის ავტორია. Opta-ს მონაცემებით, იგი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში ზედიზედ 12 სეზონში მინიმუმ 20 გოლი გაიტანა. გუშინ იუვენტუსმა სპეცია 3:0 დაამარცხა, 1 ბურთი კრიშტიანუმ შეაგდო და სწორედ ეს გოლია სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში მე-20. 

 

 

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, რონალდუს მონაგარი ამ სეზონში 30 მატჩი და 27 გოლია. აი იუვენტუსს კი საქმე კარგად ნამდვილად არ მისდის. გუნდი სერია ა-ში 49 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ინტერს 7 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში კი პორტუსთან 1:2 დამარცხდა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 10 მარტს გაიმართება. 

 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ახალი ინფორმაციით, რონალდუს გადაბირებას ზაფხულში ინტერ მაიამი შეეცდება, რომლის პრეზიდენტიც ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.