მესის პირველი არგენტინული გოლი

15 წლის წინათ, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით პირველი ბურთი გაიტანა. ეს ამბავი 2006 წლის 1 მარტს მოხდა ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში.

ამჟამად მას 71 გოლი აქვს ეროვნულ გუნდში გატანილი. 17-ით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე მდგარ გაბრიელ ბატისტუტას და ლამის ორჯერ მეტი ვიდრე თავად დიეგო მარადონას. და ეს რიცხვი კიდევ შეძლება გაიზარდოს.

 

Lionel Messi: A Biography - A Gеnіuѕ оf Soccer (part 1) | soccer prediction  news

 

მაგრამ მარადონას აქვს ის სანუკვარი პრიზი, რომლის გარეშეც მესის დიდებული კარიერა სრუყოფილებას კარგავს. დონ დიეგომ ლამის მარტომ მოიგო მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატი. მესი კი 33 წლის ასაკში ისევ ელოდება ფიფას ოქროს თასის აღმართვას.

არადა, თითქოს ყველაფერი კარგად იწყებოდა. ჯერ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ ოლიმპიური ოქრო. აი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კი ჯერჯერობით ვერ შესწვდა.

თუმცა რომელ მუნდიალზეა საუბარი, როცა კოპა ამერიკაც არ მოუგია. ხუთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ ითამაშა ფინალში, მაგრამ ჩემპიონის ტიტული არ აქვს.

 

Lionel Messi 2006 World Cup

 

მუნდიალზე გამარჯვების საუკეთესო შანსი მას 2006 წელს ჰქონდა, მაგრამ მაშინ არგენტინა ფინალში გერმანიასთან დამარცხდა დამატებით დროში.

ეღირსება კი ლეოს ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოცნების ახდენა? ეს ტურნირი ხომ დიდი ალბათობით, მისთვის ბოლო იქნება.