ზივზივაძემ უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძემ ფერეჰვარის მაისურით მორიგი გოლი გაიტანა. ფერეჰვარი პაკსის შეხვდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 64 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა და 77-ზე შეცვალეს. ბუდუს მონაგარი ამ სეზონში 26 მატჩი და 9 გოლია. ქართველის მიერ შეგდებული ბურთი შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ  

 

რაც შეეხება ფერეჰვარს, ზივზივაძის გუნდი 37 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ფერენცვაროშს 20 ქულით ჩამორჩება.