ინდიანას კარგი ბიჭი

და, ჩვენ არ ვსაუბრობთ გოგა ბითაძეზე.

ტი ჯეი მაკკონელი.

ჩვეულებრივი, კარგი, სანდო ტიპი. რომელმაც კლივლენდთან უნიკალური სტატისტიკა დასვა.

ინდიანამ კლივლენდს 114:11 ხია. და, მაკკონელმა 14 ქულა, 11 პასი და... 10 ჩაჭრა (!!!) გლიჯა. ბიჭი არარეალური იყო. განსაკუთრებით, პირველ ორ მეოთხედში.

და, მაკკონელმა ლებრონის ყოფილ გუნდს მაინც გემოვნებით აარტყა.

სამმაგი დუბლი სათადარიგოსგან.

პირველი სამმაგი დუბლი ჩაჭრებით 1998 წლის შემდეგ.

თითქმის 23 წლის წინ ეს ტრიპლ დაბლი ატლანტას ლიდერმა მუკი ბლეილოკმა დასვა - 14 ქულა, 11 პასი, 10 ჩააჭრა. ეს იყო მეცამეტე სამმაგი ჩაჭრების ჩათვლით. ლიგამ ეს სტატისტიკური მაჩვენებელი მენიუში 1973-1974 წლების სეზონიდან შეიტანა.

და, ყველაზე დიდი კაიფია, რომ მაკკონელმა ეს სათადარიგოს სტატუსით გააკეთა.

მაკკონელმა თამაშიდან 8/8 სროლა გამოიყენა. იდეალური პროცენტი.

არაჩვეულებრივი დღე მშრომელი მოთამაშისთვის, რომელიც კარიერით საშუალოდ 6.4 ქულას, 4.9 მოხსნას და 1.2 ჩაჭრას აგროვებს.

მაკკონელმა კინაღამ ჩაჭრების რეკორდიც დალეწა.

პირველ ტაიმში ბიჭს 9 ჩაჭრა ჰქონდა. მშვენიერი განაცხადი, მაგრამ მეორე ტაიმში ტი ჯეიმ ვერ გაქაჩა.

და, ჩაჭრების რეკორდი, რომელიც კენდან გილს (ნიუ ჯერსი, 1999) და ლარი კენიონს (სან ანტონიო, 1976) ეკუთვნის, დარჩა.

ეს რეკორდი არის - 11.

და, მაინც - მაკკონელმა დაგლიჯა!